Saturday, April 4, 2015

დღე 9

დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის  პრეზენტაციები.
თიკა ბარბაქაძე. მან წარმოგვიდგინა პროექტი "ჰოლოკოსტი"-ს შესახებ.ძალიან მომეწონა მისი პროექტის თემა.
ანა წულუკიძე:  მომეწონა ანას  პროექტი, რადგან მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით არის შერჩეული.
თამარ გრიგალაშვილი: თამუნას თემა კარგად ასახავს იმ პრობლემას,რომელიც მართლაც ახლავს თან ონლაინ-ვიდეო თამაშებს. ინგლისურად გაკეთებული პროექტი კი, ენის ეფექტურად შესწავლასაც შეუწყობს ხელს.
ნონა სუხიშვილი: თემა ძალიან საინტერესოა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებადი.
თამუნა იაშაღაშვილი: პროექტი " წელიწადის დროები" ბავშვებს დაეხმარება ენის შესწავლაში.
ნათია ხელაშვილი: თემიდან გამომდინარე, ბავშვები  საინტერესო დასკვნებს გააკეთებენ.
ირმა ქერენჩაშვილი: თემა არა მარტო სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ ყველასთვის საინტერესოა,რადგან საკმაოდ აქტუალურ პრობლემას მოიცავს.
ია ბუდაღაშვილი: პროექტის თემა ძალიან მომეწონა,დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი პრეზენტაციას.
თინათინ კობიაშვილი: პროექტი ძალიან საინტერესოა, ბავშვები ბევრ საინტერესო მიგნებებს გააკეთებენ.
გაიანე უსიპოვი: აღნიშნული თემით ბავშვები ძალიან დაინტერესდებიან

Saturday, March 28, 2015

დღე 7

დღეს განვიხილეთ ერთმანეთის პროცედურები, მივიღეთ სასარგებლო რჩევები ტრენერისგან.  გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება მათი ინტელექტის მიხედვით, ამისათვის შევქმენით თვითშეფასების ფორმა სხვადასხვა ინტელექტის მქონე ბავშვისთვის.  გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუშებს, გავამზადეთ ხარაჩო. ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პროექტების პორტფოლიო, დავამატეთ ფეიჯები.

Sunday, March 22, 2015

6 დღე

დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე, ასევე გამოქვეყნება.გავეცანით სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკებს და შევინახეთ შეფასების ფაილში. ჩვენ მიერ დაწერილი ამოცანების და პრეზენტაციის გათვალისწინებით გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა. ჩამოვწერეთ პროცედურების შედგენის ჩეკლისტი.

მოსწავლის ნიმუში

Saturday, March 21, 2015

დღე 5

დღეს ვისწავლეთ დრაივზე კომენტარის გაკეთება და ჩვენი დოკუმენტების გაზიარება. ნაშრომებს უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რათა დავიცვათ საავტორო უფლებები.   გადავხედე "რომეო და ჯულიეტას" პრეზენტაციას, ამის შემდეგ შევქმენი მოსწავლის პრეზენტაცია, რამაც უფრო დამაფიქრა და მოსწავლის თვალით დამანახა ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტი. აღნიშნული პრეზენტაცია შევინახე მოსწავლის ნიმუშებში.

Sunday, March 15, 2015

4 დღე

             მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან  გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, აქედან ოთხი იყო განმავითარებელი, ხოლო ერთი- განმსაზღვრელი შეფასებისთვის. ჩვენი პროექტისთვის შევარჩიეთ ხუთივე მიზნის მისაღწევი შეფასების რუბრიკები. მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად ავირჩიე დიაგრამა "ვიცი-მინდა ვიცოდე- ვსწავლე"  და თავად შევავსე, რათა წარმოვიდგინო   რას დაწერენ მოსწავლეები. ამის შემდეგ დრაივზე გადავიტანე ჩემი საქაღალდე. დრაივზე, პროცედურებში ჩავწერე შეფასების ინსტრუმენტები, რასაც გამოვიყენებ პროექტის დასაწყისიდან, მის დასრულებამდე.

Saturday, March 14, 2015

დღე 3

                  დღეს გავიხსენეთ წინა ტრეინინგზე ნასწავლი მასალა. განვიხილეთ ზოგადად რა შეიძლება იყოს პროექტის მიზნები და როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პროექტის მიზნები და ამოცანები. გადავხედეთ სტანდარტებს და შევამოწმეთ არის თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი, რაშიც დაგვეხმარა განახლებული  ბლუმის ტაქსონომიის ზმნები.
       სტანდარტის მიხედვით  დავწერეთ კონკრეტული ამოცანები ყველა ინდიკატორის
შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამოცანები არ იყოს ბუნდოვანი.მეორე მოდულის მეორე აქტივობიდან  გადავხედეთ ნიმუშს, თუ როგორ უნდა შევადგინოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შემდეგ კი კვლევის გეგმაში შევიტანეთ  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

დღევანდელი ნამუშევარი გავიგზავნე მეილზე.